
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს - უკრაინული მედიის ცნობით, რუსების დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეტალები ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ Telegram-ში გაავრცელა.
"რუსეთის ფედერაციის ტერორისტულმა ძალებმა რეგიონის სამი უდანაშაულო მცხოვრები მოკლეს, კიდევ ხუთი მტრის თავდასხმის შედეგად დაშავდა. დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - დაწერა მან.
როგორც Unian წერს, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაბომბვის შედეგად 11 წლის გოგო და მისი მამა ნანგრევების ქვეშ დაიღუპნენ.