დავით გარეჯის კომპლექსზე აზერბაიჯანის კონტროლი სულ უფრო იზრდება. ვიდრე საქართველში კომპლექსის სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით სიმშვიდე იყო, ბაქო საზღვართან სამხედრო ბაზას აშენებდა.
„მთავარი არხის“ ჯგუფმა გადაიღო სასაზღვრო კომპლექსი, რომელიც აზერბაიჯანელებმა სულ რაღაც რამდენიმე თვეში ააშენეს უშუალოდ უდაბნოს მონასტერთან. მთავარი არხის ექსკლუზიურ კადრებში კარგად ჩანს იმ სამხედრო ნაწილის მასშტაბი, რომელიც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სადაო ტერიტორიაზე გახსნეს.
დავით გარეჯი რომ საქართველოა, ამას მესაზღვრეები არ უარყოფენ, თუმცა რატომ მალავს ქართული მხარე უდაბნოს მონასტერთან არსებული სურათის გადაღებას, ვერავინ ხსნის.
უძველეს სამონასტრო კომპლექსთან არც სასულიერო პირებს უშვებენ. მონასტრის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია. ბერები აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით გაბრაზებულები არიან და მეზობელ სახელმწიფოს იმ ისტორიულ წყაროებს ახსენებენ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ უდაბნოს მონასტერიც, აღდგომის ტაძარიც და ჩიჩხიტურიც საქართველოს ტერიტორიაა.
„ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანმა ფაქტობრივად ჩამოგვართვეს,” - ამ შინაარსის ხმაურიანი წერილი საქართველოს პატრიარქმა პრემეირს გახარიას გაუგზავნა. ილია მეორე მთავრობას სთხოვს სადავო საკითხის აზერბაიჯანთან გარკვევამდე დავით გარეჯაში სტატუს კვო აღდგეს.
დღეს დავით გარეჯში დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც ჩავიდნენ, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მიახლოების უფლება არ მისცეს.
უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკები ივნისის მერე მთლიანად ჩაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის სადემარკაციო კომისია მუშაობს საზღვრის დასადგენად, აზერბაიჯანულმა მხარემ სამხედრო ბაზის მშენებლობა მაინც დაასრულა.