9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს საზეიმო თარიღია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში - გერაშენკო 

გამოქვეყნდა:

9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს საზეიმო თარიღია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

ამ დღეს ქართველები იხსენებენ თბილისის ცენტრში მშვიდობიანი ანტისაბჭოთა აქციის სასტიკი დარბევის შედეგად დაღუპულებს.

აქციის ჩახშობის ოპერაცია დაიწყო 1989 წლის 9 აპრილის დილის 4 საათზე. სსრკ-ს სამხედრო მოსამსახურეები იყენებდნენ ხელკეტებს, ნიჩბებს და მომწამვლელ ნივთიერებებს შეუიარაღებელი ადამიანების წინააღმდეგ. დაიღუპა 21 დემონსტრანტი, უმეტესობა ახალგაზრდა ქალი.

დაახლოებით 200 ადამიანი ჰოსპიტალიზირებული იქნა, ათასობით ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს მომდევნო დღეებში.

საბჭოთა არმიის ჯარისკაცების მიერ გამოყენებული ძალადობამ გააერთიანა სუვერენიტეტის მომხრეები. დაიწყო ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის პროცესი ეროვნული დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეის ირგვლივ.

1991 წლის 9 აპრილს, თბილისის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, მიღებულ იქნა აქტი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

ეს თარიღი დაღუპულთა ხსენების დღედ და ეროვნული ერთიანობის დღედ იქცა.

- წერს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი