თავისუფლება იყო და არის ის ღირებულება, რომელსაც იზიარებენ ქართველები და ისრაელელები - ისრაელის ელჩი 9 აპრილზე 

გამოქვეყნდა:

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებიდან 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ დღეს ქართველებმა მტკიცედ და გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.

"ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, გვსურს ღრმა პატივისცემით გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს მტკიცედ და გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.

თავისუფლება იყო და არის ის ღირებულება, რომლის დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები"- წერს ჰადას მეიცადი

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი