დღეს მოგიწოდებთ ყველას შევიკრიბოთ ისევ იმ ბრძოლისთვის, რაც უკავშირდება 1989 წლის 9 აპრილს - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

„საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ამ თარიღიდან იწყება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და დღეს, 17:00 საათზე, მოგიწოდებთ ყველას შევიკრიბოთ ისევ იმ ბრძოლისთვის, რაც უკავშირდება 1989 წლის 9 აპრილს“. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარტიის ლიდერებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა და მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

"უმნიშვნელოვანესი დღეს არის საქართველოს ისტორიისთვის. ამ თარიღიდან იწყება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ამ თარიღს მოყვა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ რეფერენდუმი 1991 წელს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება. ასევე დღეს მე მინდა ყველას მოვუწოდო 17:00 საათზე შევიკრიბოთ ისევ იმ ბრძოლისთვის, რაც 1989 წელს და 9 აპრილს უკავშირდებოდა და ეს არის არა რუსულ მთავრობას, არა მონობას და ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ურყევად უნდა გახდეს ცივილიზებული სამყაროს, ევროპის ოჯახის წევრი“,- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი