
ქალების ხედვა და ჭვრეტა უფრო მომავლისკენ არის მიმართული და ეს მომავალი ჩვენი ასაშენებელია. იმიტომ რომ 9 აპრილი ასევე, არის ახალი ეპოქის წამოწყება. ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო მაშინ დაიბადა და ტრაგედიისა და გამარჯვების შვილია, როგორც ხშირად ხდებოდა საქართველოს ისტორიაში. მაგრამ რეალურად, 9 აპრილი გვიხსნის მომავლის გზას და ეს მომავლის გზა ჩვენთვის ევროპაა. ევროპის დროშები ჩვენს ქუჩებშია, ევროპა და ჩვენი იქ ინტეგრაცია კონსტიტუციაშია, ეს არის ჩვენი განაცხადი და ჩვენი, ყველასი, სიტყვიერი მაინც, ერთობლივი მიზანი, ანდა არაფერი აღარ მესმის მე.
თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპერის თეატრში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.