
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ინიციატივა დააყენა, რომ უნდა მოხდეს 70 წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი რეპრესიების ზუსტი და რეალური აღწერა.
"მე მგონი, რომ დრო გადის და ჩვენ არ გვაქვს რეალურად შესწავლილი არც დაწერილი ჩვენი ამ 70 წლის რეპრესიების ისტორია და ეს არის გასაკეთებელი ყველა ოჯახისგან. იმიტომ, რომ ეს მეხსიერება თქვენთან არის და არა სხვაგან. სჭიროა, რომ თავმოყრილი იყოს, საჭიროა, რომ თქვენვე ყველამ სანამ ეს მეხსიერება ცოცხალია, ჩაწეროთ და გავაზიაროთ რა იყო.
გავრცელებული არის არასწორი სურათი საქართველოს, რომ ვითომ სტალინი რადგან ქართველი იყო, თურმე საქართველოში რეპრესიები უფრო რბილი და ნაკლებად სასტიკი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ჩვენი დასაწერია ეს ისტორია დღევანდელი საშუალებით, ინტერნეტით ეს ძალიან მარტივი არის. ოღონდ ამის წამოწყებაა საჭირო და მერე გაგრძელება",- თქვა ზურაბიშვილმა.
იხილეთ ასევე: