
მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, რომ აქ თურმე მე პარტიას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი, ან რაღაცა მოძრაობას. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, იმიტომ რომ მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ვიყავი ყოველთვის, არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათაშორის, მაგრამ დრო არის იმისა, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე. ვწუხვარ, რომ ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს და როცა პრეზიდენტი იწვევს სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას.
- თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.