
ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ თურმე სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის აქ ყოფნა სასურველი, როცა ჩვენს ვზეიმობთ 9 აპრილს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თარიღს და როცა პრეზიდენტი იწვევს სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი და ჩვენ თუ ავაშენებთ ჩვენს ერთიანობას ამდენ თარიღზე შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდეც. იმაზეც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი ევროპაა. აბა სხვა რა? ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია.
თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპერის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე.