19 წლის გოგო ჩემში ისევ ცოცხლობს, ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება - ნანა მახარაძე

გამოქვეყნდა:

მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. დიდი მადლობა თქვენ, დამსწრე საზოგადოებავ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქართველ მანდილოსნებს და მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგით მთრევი ქალბატონები, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს 19 წლის გოგო ჩემში ისევ ცოცხლობს. მე ამაყი ვარ, იმიტომ რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის.

თქვა ნანა მახარაძემ. პრეზიდენტმა მახარაძე, გოგო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდაა ქცეული ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი