პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, ვაგნერი თურქეთისგან იარაღის ყიდვას აპირებდა - Washington Post

გამოქვეყნდა:

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა იცოდნენ კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერის მცდელობების შესახებ, რომ ის NATO-ს წევრი თურქეთისგან იარაღის შეძენას აპირებდა. ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებს.

საუბარია საიდუმლო დოკუმენტებზე, რომლებმაც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაჟონა.

დოკუმენტების თანახმად, თებერვლის დასაწყისში ვაგნერის ჯგუფის წარმომადგენლები "შეხვდნენ თურქულ კონტაქტებს თურქეთიდან იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად". 

The Washington Post წერს, რომ ანგარიშში არ არის მითითებული იცოდა თუ არა თურქეთის მთავრობამ ვაგნერის მცდელობების შესახებ და წარმატებულ იყო თუ არა ეს მოლაპარაკებები.

თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი