რუსთაველის გამზირზე აქციისთვის მზადება მიმდინარეობს - პროტესტს სტუდენტები უერთდებიან 

გამოქვეყნდა:

"ერთად ევროპაში" - მასშტაბური აქციისთვის დედაქალაქის მთავარ გამზირზე მზადება დაწყებულია. მასშტაბურ პროტესტამდე 2 საათზე ნაკლები რჩება, ამ წუთებში სცენას აწყობენ. პარალელურად იკრიბებიან მოქალაქეები. საკანონმდებლო ორგანოსთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული. 

აქციის მოთხოვნები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა, თუმცა ამ მთავარ გზავნილს კიდევ რამდენიმე მოთხოვნა ემატება, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების: ნიკა გვარამიასა და მიხეილს სააკაშვილის გათავისუფლება, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება და სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა.

დღევანდელ აქციას უერთდებიან სტუდენტებიც, რომლებიც წარმოადგენდენ მთავარ ძალას მარტის აქციებზე, რა დროსაც "ოცმნებას" უკან დაახევინეს. ამასთან, დღევანდელ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.

"რუსულ ოცნებას არ უნდა მივცეთ საშუალება საქართველოს გადაახვევინონ ევროინტეგრაციის ლიანდაგაბიდან. ეს არის ჩვენი პოლიტიკური, კულტურული იდენტობის ნაწილი. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპის ნაწილი იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად ვიმოძრავებთ და ყურადღებას არ მოვადუნებთ",- თქვა პეტრე ცისკარიშვილმა, ენმ-ის წევრმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს 5 საათზე, პარლამენტთან საზოგადოება შეიკრიბება და საკუთარ ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ დააფიქსიერებს. მასშტაბური აქციის ორგანიზატორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", თუმცა აქციას უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციურო პარტიები, სამოქალაქო სექტორი, ხელოვანები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი