მიწვევის მიუხედავად, "ქართული ოცნების" წევრი ქალები პრეზიდენტთან შეხვედრას არ დაესწრნენ

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის შეხვედრა ქალებთან - დღეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიში სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრი ქალები, ჟურნალისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ყველა - გარდა მმართველი გუნდისა. მიწვევის მიუხედავად, მმართველი პარტიის წევრი ქალები პრეზიდენტთან შეხვედრას არ დაესწრნენ.

"ვწუხვარ, რომ ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს და როცა პრეზიდენტი იწვევს სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი