"დაე, საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს" - რომის პაპის სააღდგომო ეპისტოლე

გამოქვეყნდა:

რომის პაპმა მორწმუნეებს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციული სააღდგომო ეპისტოლეთი Urbi et Orbi ("ქალაქსა და მსოფლიოს") მიმართა. პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზე ისაუბრა

რომის პაპმა "საყვარელი უკრაინელი ხალხის" მშვიდობისთვის ილოცა და ღმერთს შეევედრა რუსეთის ხალხს აღდგომის ნათელი მოეფინოს.

"დაეხმარეთ ჩვენს საყვარელ უკრაინელ ხალხს მშვიდობის გზაზე და მოჰფინეთ ღდგომის ნათელი რუს ხალხს. დაე, უფალმა "ანუგეშის დაჭრილები და ყველა, ვინც ომის გამო დაკარგა საყვარელი ადამიანები", და დაე, ტყვეები დაბრუნდნენ სახლში და მთელი საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად იბრძოდეს ომის დასრულებისთვის" , - თქვა მან. 

რომის პაპმა ასევე ისაუბრა სირიაზე, რომელიც ჯერ კიდევ მშვიდობის მოლოდინშია და თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარ მიწისძვრაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი