რუსთაველის გამზირი გადაიკეტა | პარლამენტთან ენმ-ის აქცია იწყება

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იწყება. რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ტარდება. მას უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები. 

საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტიკური პატიმრების, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის, ასევე 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა. 

აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი