2022 წლის შემდეგ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა პირველად ჩაატარა - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა პირველად გამართა.

უწყების ცნობით, მთავარი მოხსენება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა წარადგინა. ანგარიში უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ რეგიონებში მართლწესრიგის, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენასა და რეკონსტრუქციას შეეხებოდა.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, შს მინისტრის მთავარ მომხსენებლად არჩევა, სავარაუდოდ, არის კრემლის მცდელობა, წარმოაჩინოს, თითქოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება ნორმალიზდება. სინამდვილეში კი, დაზვერვის თქმით, ტერიტორიის ნაწილი ისევ აქტიურ საბრძოლო ზონად რჩება, ადგილზე მიმდინარეობს პარტიზანული თავდასხმები და ძირითად სერვისებზე მოქალაქეებისთვის წვდომა შეზღუდულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი