
“ამ აქციას ერთადერთი მიზანი აქვს, სამარცხვინო წარუმატებლობა - დაანონსებული დიდი აქციების ნაცვლად რამდენიმე ათეულზე მეტს რომ ვერ გაცდნენ მხარდამჭერთა მობილიზებაში, ახლა ცდილობენ 9 აპრილთან დაკავშირებული ემოციები საკუთარ სამსახურში ჩაიყენონ. ამ აქციის მიზანია რაღაც სიმრავლით მანიპულირება მოახდინონ. სხვა სათქმელი არაფერი აქვთ. რაც შეეხება თავდაპირველ ანონსს, რომ 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდებოდა, მორიგი ფარსია. 12 პუნქტის შესრულებას არ სჭირდება სისხლიან რევოლუციებზე საუბარი და ქუჩაში გასვლა, არამედ კაბინეტებში დასხდომა და კონკრეტულ საქმეზე საუბარი, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ხელის შეშლის მეტი ოპოზიციის მხრიდან არაფერი გვინახავს“
- ამბობს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ენმ-ის აქციასთან დაკავშირებით.