მიხეილ მაზანაშვილი, დავით ქუჩუკიანი, ვახტანგ ბარაბაძე, არსენ ქეცბაია - ბოლო ერთ კვირაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინაში კიდევ 4 გმირი ქართველი დაეცა.
ყველა მათგანი ბახმუტის მისადგომებთან იბრძოდა. ქალაქთან, რომელიც რუსი ოკუპანტებისთვის დღეს მთავარ სამიზნედ იქცა. სულ კი პუტინის სისხილიანმა ომმა 42 ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა.