
"გთხოვთ, დამიდექით გვერდით, რომ გავათავისუფლოთ ლაზარე და საქართველო წავიყვანოთ იქით, სადაც ევროპაა" - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აქციას დააორგანიზებს.
მე, მემგონი ახლო მომავალში დავაანონსებ ისეთ აქციას, რომელზეც მოვა განსაკუთრებით ახალგაზრდები და ყველა ასაკის ადამიანი, რომელიც ღელავს უკანონო პატიმრების გამო, 3 კაცს ვიცნობთ ხო?! ბატონ მიხეილს, ნიკას და ლაზარეს. წვენი რომ არ გამოუვა ისეთი ამბავია. არ მინდოდა, რომ პოლიტიზირებული გამოსვლა მქონოდა, მაგრამ ეგრეა, ფაქტი სახეზეა, ამას ვერ ავუვლით.
ვიცი, რომ საქართველო არ გასწირავს არავის, მე ვიცი, რომ ქართველი ერი არის მაგარი ერი, ერთ-ერთი მისი ნაწილი ვარ. ლაზარე გრიგორიადისია, მაგრამ დედით კალანდაძეა, რომ იცოდეთ, ის ქართველიც არის... ის არ არის ბოროტი ადამიანი. პირველად რომ დაიჭირეს ლაზარე, ცესკოსთან დარბევა რომ იყო იცით როგორ დაიჭირეს?! გოგოს დაჭერა უნდოდათ, ჩაუდგა და ეს დაიჭირეს.
ლაზარე ყოველთვის გამოდიოდა აქციაზე, მაშინ, როცა იცოდა, რომ დაარბევდნენ რობოკოპები აქციას, რატომღაც ასე უდგებოდა ხალხს გვერდით.
მემგონი რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული ბავშვი, რომელიც დაიჭირეს ორი კვირის შემდეგ, ის არის პოლიტიკური პატიმარი, მე ესე ვთვლი...
ძალაიან გთხოვთ დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ და ეს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ წავიყვანოთ იქით, საითაცაა ევროპა და არა რუსეთის უკანა ბოსტანბაღები, - ამბობს ის.