უცხოური მედიის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, როტენბურგსორტის ინდუსტრიულ უბანში მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა.
საწყობში, სავარაუდოდ, ქიმიკატები ინახებოდა. სახანძრო-სამაშველო სამსახური მოსახლეობას ტოქსიკური კვამლის შესახებ აფრთხილებს.
დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.