
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. ამის შესახებ CNN პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. მედიისთვის დეტალები უცნობია.
საიდუმლო დოკუმენტები სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა, აშშ-მა ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
დოკუმენტებში საუბარი იყო უკრაინული არმიის კონტრშეტევების მომზადებაზე, ასევე იმ სამხედრო საჭიროებებზე, რომელიც უკრაინას აქვს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სხვა საიდუმლო მასალებიც, რომლებიც ეხება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს - ჩინეთსა და რუსეთს, არამედ მოკავშირე სამხრეთ კორეასაც და ასევე, ახლო აღმოსავლეთს.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ დოკუმენტების ნამდვილობას ადასტურებს.