მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

გამოქვეყნდა:

​პარტია "ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა. 

"ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის იმ დევნის შესახებ, რომელიც უკვე 4 წელია ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს პოლიტიკური დევნა იყო დაცვეთილიყო ქართული ოცნების, მისის დამფუძნებლის მიერ და განხორციელდა პროკურატურისა და სასამართლოს მეშვეობით. დღეისათვის ყველაფერი ნათელია, როგორ უმსგავსოდ მიიღება გადაწყვეტილება სასამართლოში იმ კლანის დაკვეთით, რომელიც სანქცირებული იქნა შეერთებული შტატების მიერ და სწორედ ეს კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილების უკან, რომელიც მიღებული იქნა ჩვენს წინააღმდეგ.

ცხადია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გავაჩეროთ ჩვენი ბრძოლა. ამ კამპანიის და ამ პოლიტიკური დევნის მიზანი იყო ჩვენი რეპუტაციის, ჩვენი სახელის შებღალვა, რომელიც არ გამოუვიდათ, რადგან ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ყველა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ ერთხმად და ცალსახად აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, ყველა სამართლებრივი გზა გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს სრულად დაქვემდებარებულია, ჩვენ ვაპირებთ ყველა ინსტანცია ამოვწუროთ, ყველა შესაძლებლობა ამოვწუროთ, მანამ სანამ მივმართავთ საერთაშორისო სასამართლოს.

შესაბამისად, დღეს ვაპირებთ შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მთელი ეს პროცესი იყო კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიმართული. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ სარჩელით კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რაოდენ სამარცხვინო იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა სასამართლოს მიერ", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი