რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის საინიციატივო ჯგუფს ჯანდაცვის მინისტრი ხვდება. შეხვედრის პირველი ნაწილი ღია იყო მედიისთვისაც, სადაც ზურაბ აზარაშვილმა კლინიკის კონცეფცია წარადგინა. მისი განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა ავარიულია და რეაბილიტაცია აუცილებელია.
პარალელურად, გრძელდება მედპერსონალის პროტესტი. უწყება ამბობს, რომ რეაბილიტაციის პერიოდში აღნიშნულ კლინიკაში დასაქმებულები სხვა დაწესებულებებში გადანაწილდებიან და ხელფასსაც აიღებენ. ამ დაპირებას სკეპტიკურად უყურებს პერსონალის ნაწილი.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა რაც იყო, რომ მოხდეს რეაბილიტაცია თუ ახლის მშენებლობა ისე, რომ არსებული კლინიკური პროცესი არ შეჩერდეს ჩვენ კლინიკაში, ეს გათვალისწინებული არ არის. ეს ყველაფერი არის იდეების დონეზე, არანაირი კვლევა ჯერ ჩატარებული არ არის, ზოგი დაწყებულიც არ არის. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის ასეთი სიჩქარე, ყველა კვლევა ჩატარებულიყო და შემდეგ დადებულიყო პროექტიც, ალბათ ჩვენც უფრო დავრწმუნდებოდით მათ სისწორეში", - თქვა ერთ-ერთმა ექიმმა.
ექიმები ამბობენ, რომ გაუგებარია სად უნდა მოხდეს ამდენი ადამიანის დასაქმება.