აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის ე.წ გამშვები პუნქტი გახსნა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 10 აპრილს, ე.წ. გამშვები პუნქტები გახსნა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მოქალაქეებმა ენგურის ხიდის, ასევე, საბერიო-ფახულანის პუნქტის გავლა დილიდან შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეებისთვის ე.წ "საზღვრის" გადაკვეთა ორივე ე.წ გამშვებ პუნქტზე,  7 აპრილის დილით შეზღუდა.

მოგვიანებით, 8 აპრილს, აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ საზღვრის ჩაკეტვა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდებოდა. როგორც დე ფაქტო უწყება განმარტავდა, გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი პროტესტში მონაწილეობას გეგმავდა.

"კერძოდ, საუბარია საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებზე, რომელთა ოჯახის წევრები და ნათესავები გალის რეგიონში ცხოვრობენ", - წერდა დე ფაქტო უწყება. 

ე.წ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საზღვარი ჩაიკეტა, რათა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი "დესტრუქციულ ქმედებებში" აფხაზეთის მაცხოვრებლების მონაწილეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი