მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნეს შემუშავებული - ქადაგიძე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის თქმით, "დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში", რისთვისაც მისი თქმით, უნდა შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო პრემიერმინისტრთან შეხვედრაზეც.

"ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლით, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნეს შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა და თანადგომა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ნინო ქადაგიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი