იმ დღეს როცა "ოცნება" გახდა ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს, სასამართლო რომელიც იყო მე ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო მართული ერთი ადამიანის მიერ, კერძოდ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო მთავარი პროკურორი და სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი, სასამართლო იმ დროს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი. ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ დღეს ანუ იმ დღეს როცა გახდა "ქართული ოცნება" ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი". 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი