
"4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის რომ დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად ერთ-ერთი სამაგალითო მთელ ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი. ამას ადასტურებს იგივე რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი, საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალი არის ნდობა ჩვენი სასამართლოს მიმართ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. კიდევ ერთ მთავარ ინდიკატორს მოვიშველიებდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეები სამართალს პოულობენ საქართველოში"
[...]
მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენ სუვერენიტეტს და ეროვნულ პოლიტიკას
განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.