
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ქართველო მოსამართლეების სანქცირების შესახებ კითხვის ნიშნებს აჩენს.
როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აშშ-ს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მისი სიტყვებით, მას არასდროს მოუსმენია, რომ სასამართლოს მიმართ კითხვები არსებობდა.
"მე გეტყვით, რომ არათუ მე, არამედ არცერთ მოქალაქეს არ უნახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლდა ამ გადაწყვეტილ;ებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარია. ამის თაობაზე თქვენ გაეცანით საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და წერილს, რომლითაცა მან მიმართა თავის კოლეგას. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა, ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და მე მჯერა, რომ არცერთიო პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება.
[...]
ეს იყო სიურპრიზი ჩემთვისაც და ჩვენთვისაც. არასდროს მომისმენია, რომ რაღაც კითხვები არსებობდა. ალბათ, პირიქით უნდა მომხდარიყო და თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, მიუღებელია და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ან ნებისმიერი გადაწყვეტილება ქმედება თუ განცხადება, რომელიც აღქმას შექმნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.