ხმაური თბილისის მერიასთან - სამშენებლო კომპანია "ათორის" მიერ დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე შეკრებილები თბილისის მერთან, კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვნდნე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე სამი წელია რაც საცხოვრებელი ადგილის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან კომპანიამ ისინი მოატყუა. მათივე ინფორმაციით, დაკარგეს თანხა, რომელიც მათ ბინების შესაძენად "ათორს" გადაუხადეს.
მერია მოქალაქეებს ზარალის ასანაზღაურებლად ალტერნატიულ მიწის ნაკვეთებს ვაშლიჯვარში სთავაზობს, რაზეც ისინი უარს ამბობენ.