"რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს" | ლუკაშენკო შოიგუს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს", - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, ამ ინიციატივამ გაიჟღერა პრეზიდენტთან შეხვედრაზეც.

"ამან გაიჟღერა მოლაპარაკებებზე [ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების] ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია დაიცავს ბელარუსს ისე, როგორც საკუთარ ტერიტორიას. ეს არის უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებიც გვჭირდება," - თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, ინიციატივას მხარი პუტინმაც დაუჭირა და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ორი ქვეყნის ყველა შეთანხმების გადახედვა იქნება საჭირო, რათა შეაჯერონ თუ რა სახის ახალ დოკუმენტს დადებენ.

გასულ კვირას, 5 აპრილს, ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს კრემლში შეხვდნენ, სადაც მათ უსაფრთხოების ახალი კონცეფცია განიხილეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი