
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Аэрофлот-მა დასავლური სანქციების გამო, თავისი თვითმფრინავი შესაკეთებლად ირანში გაგზავნა.
მათივე ცნობით, შესაკეთებელი თვითმფრინავი ირანში პირველად გაიგზავნა.
ცნობილია, რომ თვითმფრინავის სადესანტო აღჭურვილობას მოემსახურება უმსხვილესი ირანული ავიაკომპანია Mahan Air. აეროფლოტის წარმომადგენელმა გამოცემა RBC-სთან თქვა, რომ Mahan Air-ს აქვს "აუცილებელი მატერიალური ბაზა, სერთიფიკატები და დიდი გამოცდილება, ასევე პროვაიდერი ახორციელებს ტექნიკურ მომსახურების მაღალ ხარისხს".
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლეთის სანქციები, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხო სარემონტო მომსახურებასა და რუსული გადამზიდავებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებას.