
ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული სარდლობა Global Thunder 23, ბირთვული მართვისა და კონტროლის წვრთნებს იწყებს.
წვრთნაში ჩართულია აშშ-ს შეიარაღებული ძალების მთელი სტრატეგიული პერსონალი, მისი შემადგენელი და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ჩათვლით. წვრთნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მოკავშირე სახელმწიფოების, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.
"GT23 წვრთნების მიზანია ბირთვული მზადყოფნის გაძლიერება და უსაფრთხო და საიმედო სტრატეგიული შემაკავებელი ძალების გარანტია", - წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, წვრთნები ტარდება ყოველწლიურად და არ არის პასუხი რომელიმე ქვეყნის ან სხვა აქტორების ქმედებებზე.