ილია დარჩიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ბუიარ ოსმანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

"მსურს გამოვხატო საქართველოს მხარდაჭერა თავმჯდომარეობის პრიორიტეტებისადმი და აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ეუთო-ს თავმჯდომარეობას ხალხის საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომის განხორციელებაში, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, ვინც დაზარალდა ომისა და კონფლიქტის შედეგად," - განაცხადა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. 

საქართველოში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, 10 აპრილს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან. ამასთან ერთად, ბუიარ ოსმანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი