შეშინებული ხელისუფლება ზღუდეებს აშენებს. მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი შესასვლელის გარშემო ღობის მოწყობის სამუშაოები შეუჩერებლად გრძელდება.
ღარიბაშვილის მთავრობა რეალური მიზნის დამალვას ცდილობს და თავის გაამართლებლად კალაძის მერიას იყენებს - თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ ვერსია მინისტრთა კაბინეტის კართან სკვერის მოწყობის შესახებ სრული აბსურდია და რეალურად "ქართული ოცნება" სამოქალაქო პროტესტის შეკავებას ცდილობს.
ფაქტია ისიც, რომ სამთავრობო კანცელარიის შემოღობვა ძველი ისტორიაა და მსგავსი მეთოდით თავის დაცვა საკუთარი რეჟიმის ბოლო წლებში ედუარდ შევარდნაძემაც სცადა - თუმცა უშედეგოდ.