დანია უკრაინას 100 Leopard-1 ტანკს გადასცემს

გამოქვეყნდა:

დანიის სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა, ოდესაში დანიისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაფხულისთვის უკრაინა დანიიდან  Leopard-1-ის ტანკების მიღებას დაიწყებს. 

"Leopard-ის უკრაინაში მიწოდებას ზაფხულისთვის დავიწყებთ. იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი იქნება 100-მდე Leopard-1 ტანკის გადატანა, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება უკრაინის არმიისთვის" - თქვა პოლსენმა.

გარდა ამისა, მომავალ თვეში უკრაინამ შესაძლოა  CAESAR-ის საარტილერიო დანადგარები მიიღოს, რომლებზეც უკრაინელი სამხედროები დანიის საწვრთნელ ბაზაზე უკვე ვარჯიშობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი