შეერთებული შტატების უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. უკვე ცნობილია მმართველი გუნდის პოზიცია მოსამართლეების კორუფციული გარიგებების შემსწავლელი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მოსამართლეების მხრიდან გადაცდომებს ადგილი არ აქვს და რომ ქართულ მართლმსაჯულებას შესწავლა არ სჭირდება, შესაბამისად, ვერ ხედავს კომისიის შექმნის აუცილებლობას.
46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, თუმცა ცოტა ხნის წინ მოთხოვნები შეიცვალა. ცოტა ხნის წინ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი