Microsoft რეგიონული ჰაბის გაფართოებას გეგმავს, რომელიც საქართველოსაც მოიცავს

გამოქვეყნდა:

კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-ი ყაზახეთში რეგიონული ჰაბის გაფართოებას გეგმავს. ცნობილია, რომ გაფართოება აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მონღოლეთსა და პაკისტანს მოიცავს.

აღნიშნული საკითხი ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრ ბაღდატ მუსინსა და Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის ორმხრივი შეხვედრის დროს განიხილეს, ინფორმაციას კი აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"ეს საშუალებას მისცემს ყაზახეთს, გახდეს ტექნოლოგიებისა და მოწინავე გადაწყვეტილებების მიზიდულობის ცენტრი რეგიონის მასშტაბით. ამრიგად, როგორც Microsoft-ის ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი, ჰაბი შეძლებს, გახდეს მამოძრავებელი ძალა განვითარებისთვის. ჰაბი შეძლებს, გახდეს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეროვნული ეკონომიკის გაძლიერების მამოძრავებელი ძალა, წარმოებისა და ექსპორტის სტიმულირებით" - განაცხადა მუსინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი