"ე.წ. "კარტოგრაფების საქმის" მოსამართლის ძმა ივანიშვილთან დაკავშირებულ 3 კომპანიაში დირექტორი იყო" | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მოსამართლე პაატა სილაგაძის ძმა, ლაშა სილაგაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სამ კომპანიაში დირექტორის თანამდებობებს იკავებდა. 

მათივე ცნობით, ლაშა სილაგაძემდე ამ კომპანიებში დირექტორის პოსტი ირაკლი ქარსელაძეს ეკავა, რომელიც ახლა ინფრასტრუქტურის მინისტრია.

სასამართლო კლანის წევრი პაატა სილაგაძის ძმის პარტნიორებს "ქართული ოცნებისთვის"  280,000 ლარზე მეტი აქვთ შეწირული.

გარდა ამისა, პაატა სილაგაძემ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი, რომლითაც ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი