რუსეთში, ბელგოროდის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა - აეროპორტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სუხოვის აეროპორტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბაზა" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დრონზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. "ბაზა" წერს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ღობე და აეროპორტის სასიგნალო კაბელი. 

მათივე ინფორმაციით, აფეთქების გამო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი