საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს, რომლებიც პოლონეთში გაემგზავრნენ უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ანი წითლიძესა და ლევან ხაბეიშვილს შეეძლოთ ვიზიტის გაუქმება და რომ პრეზიდენტისთვის, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით გაგზავნილ წერილზე მათი ხელმოწერაც იყო.
"ის რომ არ შედგა რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა, ამის საფუძველი შემიძლია აღვწერო ერთი სიტყვით, ეს არის უპასუხისმგებლობა, როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, ამ წერილს ხელმოწერა აქვს ორივე დეპუტატის, ქალბატონი წითლიძისაც და ბატონი ხაბეიშვილისაც. მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს აქვს 48 საათი, რომ სხდომა ჩანიშნოს. ანუ მათი ხელმოწერით დასტურდება, რომ მათ იცოდნენ სავარაუდო სხდომის თარიღი და მიუხედავად ამისა, დატოვეს ქვეყანა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მგონია, საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ვიზიტის გაუქმებაც, ჩემი აზრით, ნორმალური იქნებოდა, იმიტომ, რომ არიან დეპუტატები, რომლებმაც საკუთარი ვიზიტები გააუქმეს", - თქვა ხათუნა სამნიძემ.
მომხდარს უპასუხისმგებლობა უწოდა "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმაც.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მომავალ სასესიო კვირას, როცა ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება, ყველა დეპუტატი დარბაზში იყოს. სხდომაზე ერთადერთი განსახილველი საკითხი მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება. ოპოზიციას გუშინვე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა:
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი.