ზეწოლისა და შანტაჟის მორიგი ფაქტი წინასაარჩევნოდ - ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიის დატოვებას აიძულებენ.
ხატია დეკანოიძის თქმით, საკრებულოს წევრს ვაჟა თავდგირიძეს საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე აშანტაჟებს. როგორც პარტიაში ამბობენ, ვაჟა თავდგირიძე მძიმე დაავადებას ებრძვის, განაცდურის გამო კი ოპონენტები მას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების სანაცვლოდ სამსახურის შენარჩუნებას პირდებიან.
საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა თავდგირიძეს გადაწყვეტილების მისაღებად ვადას 12 საათამდე აძლევს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს საერთაშორისო მისიებს, შეფასდეს ეს ფაქტი, როგორც წინასაარჩევნო ზეწოლის პირდაპირი პრეცედენტი.