რუსებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

11 აპრილის ღამეს რუსმა სამხედროებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ადგილობრივი ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ეკლესიის კედლები, ჭერი და ჩაიმსხვრა ფანჯრები. 

"ღამით, რუსეთის არტილერიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარს დაარტყა. დაბომბვის შედეგად ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია სახურავი და კედლები", - წერს ხერსონის ადმინისტრაცია. 

ადმინისტრაციის ცნობით, დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი