აშშ-მა ოფიციალურად მიიჩნია WSJ-ის ჟურნალისტი რუსეთის მიერ "არამართებულად დაკავებულად"

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ოფიციალურად მიიჩნია რუსეთის მიერ "არამართებულად დაკავებულად" და რუსეთს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა დაადგინა, რომ ევან გერშკოვიჩი არამართებულად არის დაკავებული რუსეთის მიერ", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მოადგილემ ვედანტ პატელმა.

ოფიციალურად აღიარება ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებებს, რომ რეპორტიორის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებები უსაფუძვლოა. ეს ნაბიჯი აშშ-ს მეტ შესაძლებლობას მისცემს გამონახოს ნებისმიერი გზა ჟურნალისტის გასათავისუფლებლად. 

WSJ-ის ჟურნალისტი ეკატერინბურგში 29 მარტს დააკავეს. გასულ კვირას მას ჯაშუშობის ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. WSJ გადაჭრით უარყოფს გერშკოვიჩისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მოითხოვს მის გათავისუფლებას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი