Washington Post: გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, ეგვიპტე რუსეთისთვის რაკეტების საიდუმლოდ მიწოდებას გეგმავდა

გამოქვეყნდა:

ეგვიპტე ფარულად გეგმავდა, რომ რუსეთისთვის რაკეტები მიეწოდებინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ამერიკის დაზვერვიდან გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დოკუმენტები 17 თებერვლით არის დათარიღებული, რომელიც ასახავს ეგვიპტის პრეზიდენტს ელ-სისისა და ეგვიპტელი სამხედრო ხელმძღვანელების დიალოგს, სადაც ნახსენებია გეგმები რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და დენთის მიწოდების შესახებ. დოკუმენტებში პრეზიდენტი სამხედრო ხელმძღვანელებს მოუწოდებს, რომ რაკეტების გადაცემის პროცესი საიდუმლოდ დარჩეს "რათა დასავლეთთან პრობლემები აირიდონ".

Washington Post წერს, რომ შუა აზიაში ეგვიპტე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, რომელიც აშშ-სგან დიდი რაოდენობით დახმარებასაც იღებს. 

გამოცემამ დოკუმენტები აპლიკაცია Discord-ის დახმარებით მარტში და თებერვალში მოიპოვა.

როგორც აშშ-ში ეგვიპტის ელჩმა, გავრცელებულ დოკუმენტებზე კომენტირებისას თქვა, ეგვიპტის პოზიცია დასაწყისიდანვე კრიზისში ჩაურევლობაა და იგი ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"ეგვიპტის პოზიცია დასაწყისიდანვე იყო ამ კრიზისში ჩაურევლობა და ორივე მხარესთან თანაბარი დისტანციის შენარჩუნება, ასევე გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მხარდაჭერა. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ და პრობლემის მოლაპარაკებების გზით გადაჭრისკენ", - თქვა ეგვიპტის ელჩმა. 

ამერიკის მთავრობის ანონიმურმა წყარომ Washington Post-ს უთხრა, რომ არ იციან შესრულდა თუ არა გაჟონილ დოკუმენტებში ნახსენები გეგმა.

ამერიკელი სენატორის, კრის მერიფის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი მოკავშირეა. იმ შემთხვევაში, თუ სიმართლეა ის, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი საიდუმლოდ აწარმოებს რაკეტებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება უკრაინაში, ორი ქვეყნის ურთიერთობა თავიდან უნდა გადაიხედოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი