კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინული ძალების კონტრშეტევებზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არაა. სამი ვარიანტიც კი არაა საკმარისი.

ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი", - თქვა დანილოვმა.

დანილოვი ასევე გამოეხმაურა პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე გავრცელებულ ინფორმაციას და თქვა, რომ "სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი