ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და დაამცირონ - გიული ალასანია სეფაშვილს პასუხობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია "ხალხის ძალის" წევრის, დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ის შეურაცხყოფას პოლონეთს აყენებს. სეფაშვილმა არ გამორიცხა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახი ფულს იხდის ჯილდოებისთვის. 

"ეს ლამაზი ქალბატონი აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვიყიდეთ ეს ჯილდო, რომელსაც ჩემ შვილს გადასცემენ, ახლა 12-ში, პოლონეთში. მართალი გითხრათ, უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს თითქოს, მაგრამ მაინც გამიკვირდა, ნუთუ ვერ აცნობიერებს ადამიანი, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს, რომ ეს არის შეურაცხყოფა პოლონეთის, ეს იგი გამოდის, რომ მანამდე ჩვენ ალბათ ნორვეგია ვიყიდეთ და ასე დავდივართ და დაგვაქვს ტომრით ფული და ყველას ვიყიდულობთ. ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და დაამცირონ ყველანაირად, იმედი მაქვს, ალბათ, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამ სახელმწიფოებს აყენებენ შეურაცხყოფებს", - თქვა ალასანიამ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს 25 მარტს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის დემოკრატიის პრიზი გადაეცა. ხოლო 12 აპრილს იგეგმება მისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს „პრომეთეს ჯილდო“ გადაცემა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი