რუსეთის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 8 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

გამოქვეყნდა:

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში თითქმის 8 500 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

OHCHR-ის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 9 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში 8 490 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 244 დაშავდა. 

გაერო აღნიშნავს, რომ მაჩვენებელი სავარაუდოდ, გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ფრონტის ხაზის ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა მარიუპოლი და სევეროდონეცკი, დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი თავს ესხმის. კერძოდ, 3 927 ადამიანი დაიღუპა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. სულ მცირე 1 894 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი