
მთიან ყარაბაღში, ჰადრუტის რაიონის სოფელ ხცაბერში ტყვედ ჩავარდნილი სომეხი ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა დღეს საქართველოსკენ მომავალი გიუმრი-ბავარის სახელმწიფოთაშორისო გზა გადაკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, არკადი ჰოვანსიანმა სომხურენოვან გამოცემა NEWS.AM-ს განუცხადა, ისინი დაკავებული ჯარისკაცების დაბრუნებას ითხოვენ.
"ჩვენ პროგრესი არ გვაქვს ამ მიმართულებით. ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ მიგვიღო არცერთმა დეპარტამენტმა, მათ შრის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა," - ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 13 დეკემბერს, შირაქის რეგიონის 62 ჯარისკაცი სოფელ ხცაბერში დააკავეს, მათი ნაწილი მოგვიანებით დააბრუნეს, თუმცა 26 ჯარისკაცი ამ დრომდე, უკვე 2 წელი და 4 თვეა დაკავებულია.