
რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელიდან გარიცხეს (ENNHRI), - ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი ავრცელებს.
"დღეს ვმონაწილეობდი კენჭისყრაში რუსეთის ომბუდსმენის ENNHRI-ის წევრებისგან გამორიცხვის საკითხზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ENNHRI-ის A-ს წევრებმა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს პირველი შემთხვევაა ასოციაციის ისტორიაში, რომ ერთ-ერთი წევრი გარიცხულია" - თქვა ლუბინეცმა
მოსკალკოვას გარიცხვას მხარი 25-მა ადამიანმა დაუჭირა, ხოლო ოთხმა თავი შეიკავა, გარიცხვის წინააღმდეგი არავინ იყო. მოსკალკოვას გარიცხვის მიზეზი ENNHRI-ის წესდების საწინააღმდეგო საქმიანობაა.