
შვედეთის საპენსიო ფონდის 2-მილიარდ დოლარიანი ზარალის გამო, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგნუს ბილინგი თანამდებობას ტოვებს.
უცხოური მედია წერს, რომ კოლაფსი სწორედ მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულმა ინვესტიციებმა განიცადა.
მაგალითად, საპენსიო ფონდმა ინვესტიცია განახორციელა ტექნოლოგიურ სექტორზე ფოკუსირებულ ამერიკულ ბანკებში, მათ შორის იყო SVB-იც, რომელსაც გასულ თვეში ფინანსური კრიზისი ჰქონდა, რამაც საპენსიო ფონდის გაკოტრება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ შვედეთის საპენსიო ფონდი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია და ის 115-მილიარდი დოლარის აქტივებს აკონტროლებს.